დავით ყიფიანის თასის პირველ ეტაპზე ქობულეთის ''შუქურას'' მეტოქე ცნობილია

24 ივლისი 2020, 10:55 1620 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის პროცესში მონაწილეობა ლიგა 4-დან თექვსმეტმა, ლიგა 3-დან და ეროვნული ლიგა 2-დან კი 10-10-მა გუნდმა მიიღო.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 აგვისტოს დაიწყება.

პირველ ეტაპზე ქობულეთის ‘’შუქურა’’ ‘’საბურთალო 2-ს'' დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 22 აგვისტოს გაიმართება. თუ ‘’შუქურა’’ მოახერხებს გავიდეს შემდეგ ეტაპზე, უკვე ‘’სულორსა’’ და თბილისის ‘’სითის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე, 18 გამარჯვებულთან ერთად მონაწილეობას ეროვნული ლიგის ის 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე არ იასპარეზებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში