სასპორტო სკოლა გაიყიდა და შენობის დემონტაჟი იგეგმება, ეს მიუღებელია - ნაციონალური მოძრაობა 

24 ივლისი 2020, 14:12 2098 ნახვა

''ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის'' წევრები ბათუმის სასპორტო სკოლის გაყიდვას აპროტესტებენ. გიორგი კირთაძის განცხადებით, „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი იგეგმება, სადაც წლების განმავლობაში ათასობით ბავშვი ვარჯიშობდა. მისივე განმარტებით, ტერიტორიაზე ორბი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის.

„ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს.

ბათუმის სასპორტო სკოლის მთავარი ფლიგელის დემონტაჟის საკითხი დღის წესრიგში 2017 წელსაც დადგა, თუმცა ფაქტს მაშინ საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც აჭარის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასპორტო სკოლა არ დაინგრეოდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში