უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

24 ივლისი 2020, 14:30 2186 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებად 5 წლის ვადით ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა და ნოდარ მელაძე აირჩიეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. წარდგენილ კანდიდატებს დეპუტატების სრულის შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდათ.

უმაღლესი საარჩევნო კომიისიის სამ  ვაკანტურ პოზიციაზე 6 კანდიდატი იყო წარდგენილი. ისინი აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ შეარჩია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში