სვანეთში გაუჩინარებულ არასრულწლოვანს ეძებენ

24 ივლისი 2020, 20:22 1249 ნახვა

18 ივლისს შემდეგ, მესტიის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებულ ილია ფილფანს ეძებენ. 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით წავიდა და უკვე ერთი კვირაა არანაირი კვალი, მოწმე ან თვითმხილველი არ არსებობს. სამძებრო სამუშაოებში 50 -მდე სამაშველო ბრიგადაა ჩართული. ეძებენ სპეც.ტექნიკის, დრონისა და ვერტმფრენის საშუალებით. არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები მესტიის გარდა, ანაკლია-განმუხურის, ურეკისა და ქობულეთის ტერიტორიებზეც მიმდინარეობს.  

ილია ფილფანის დედა ქსენია ფილფანი, რომელიც დუბაიში იმყოფება სამართალდამცავების მუშაობით უკმაყოფილოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში