საქართველოს მთავრობამ "ფრონტერასთან“ კონტაქტი არ გაწყვიტა

24 ივლისი 2020, 20:27 1414 ნახვა

ექსპერტთა ნაწილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ამერიკულ კომპანია "ფრონტერასთან" კონტაქტი არ გაწყვიტა, დადებითად აფასებს. თავად ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია კი ხელისუფლებას „დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მისცეს შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში