ტყვეობიდან გათავისუფლებულები კარანტინს გაივლიან

25 ივლისი 2020, 12:13 1508 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლებულია.  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით წალენჯიხის სოფელ ლიის მცხოვრებლები (ბუთხუზ კვირკვია, მიხეილ და მათე ლამანძიები) 6 ივნისს დააკავეს.

ისინი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ჯართს აგროვებდნენ.  გათავისუფლებულებს საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში