საკადრო ცვლილებები საქართველოს თავდაცვის ძალებში

25 ივლისი 2020, 12:23 2316 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დღეიდან თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი - მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური ჰყავს.

მან აღნიშნულ პოზიციაზე კობა ცირეკიძე ჩაანაცვლა. გიორგი გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის პოზიციას იკავებდა. სიახლეებია ასევე, დასავლეთის სარდლობაში. თავდაცვის მინისტრის საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში