ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებთა პროტესტი

25 ივლისი 2020, 18:03 1779 ნახვა

,,ოცნების ქალაქში“  მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი  აქციას მართავს. მოსახლეობა უკმაყოფილოა  , რომ დაპირების მიუხედავად ამ დრომდე არ არის შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს  თუ ვის გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ისინი  უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე პანდემიის დროს მათ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა არ შეეხო. აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ უპასუხა.

ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით პირველ ეტაპზე 582 ოჯახი დაკმაყოფილდება, თუმცა პროექტი გაგრძელდება მანამდე, სანამ რეგისტრირებული 1600-ზე მეტი ოჯახიდან ყველა არ დაკმაყოფილდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში