ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში

26 ივლისი 2020, 15:01 1288 ნახვა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა და აღარ იყო მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება. 

33 წლის კაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი. გახელაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში