ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი 4 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

26 ივლისი 2020, 15:02 4719 ნახვა

ბათუმის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში  დღეს მოთავსებული კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. დღეს ბათუმში  კოვიდ 19  ორ ადამიანს დაუდასტურდა ,ორი კი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  მცხეთიდან გადმოიყვანეს ,ისინი ბათუმის მცხოვრებლები არიან.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით  მონაცემებს, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  14  ახალი შემთხვევა გამოვლინდა,მათგან 2-ის ინფიცირების  წყაროს ჯერჯერობით იკვლევენ, 5 ლილოს ბაზრობას უკავშირდება ,1 მედპერსონალია 6 კი  იმპორტირებული შემთხვევა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების  1131 შემთხვევაა დაფიქსირებული , მათგან 920-მა ვირუსი უკვე დაამარცხა ,16 კი  გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში