4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი

26 ივლისი 2020, 15:03 2172 ნახვა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში ინასარიძის ქუჩიდან კობალაძის ქუჩამდე მონაკვეთში. დაწყებულია ასფალტის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. დასასრულს უახლოვდება ბორდიურებისა და გარე განათების მონტაჟი.

უკვე დასრულდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება. ბიუჯეტის ამ ნაწილში ასევე შედის ჟილინის არხის მიმდებარე ტერიტორიისა და ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ტბელ აბუსერიძისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში