კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი ოკუპირებულ აფხაზეთში

26 ივლისი 2020, 18:05 1706 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული თავდაპირველად სოხუმის კარდიოლოგიურ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტს გულთან დაკავშირებული თანმხლები დაავადება ჰქონდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ „კოვიდ-19“-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსისგან 37 პაციენტი განიკურნა, ხოლო გარდაცვლილია ორი ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში