„ოქროს მოწმის“ მესამე ჩვენება

26 ივლისი 2020, 18:12 1199 ნახვა

გიორგი შაქარიშილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენებით ირკვევა, რომ  გიორგი შაქარიშვილს ხევში ბრალდებული არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზს რევაზიშვილი არ მისდევდნენ. ახვლედიანი ყვება, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

იგი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, მესამე  ჩვენებაში დეტალურად იხსენებს 19 ივნისის  ღამეს მომხდარს. მისივე თქმით, ,, ტოიოტა ქემრის’’ ავტომობილი არაგვის ხიდის მიმდებარედ გაჩერდა. როგორც ახვლედიანი ჩვენებაში ყვება, მდევრები შაქარიშვილს, ახვლედიანსა და მათთან მყოფ პირებს გინებით მისდევდნენ. გამოძიების კითხვაზე, თუ რითი ხსნის, წინა ორ ჩვენებასთან შედარებით ახლა უფრო მეტი დეტალის დაზუსტებას, იგი პასუხობს, რომ მაშინ აღელვებული იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში