საქართველოში შემოწმება გაიარა 106-მა აუზმა, გახსნის ნებართვა კი მხოლოდ 66-მა მიიღო

27 ივლისი 2020, 13:07 1725 ნახვა

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 118 აუზიდან, შემოწმება გაიარა 106-მა. მაკონტროლებლებმა ობიექტის გახსნისთვის საჭირო რეკომენდაციების შესაბამისობაზე იმსჯელეს და მუშაობის უფლება მხოლოდ 66 აუზის მეპატრონეს მისცეს. 

''გრძელდება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პროცესი. გახსნის ნებართვის მოპოვების მიზნით რეგისტრირებული 118 აუზიდან, შემოწმება გაიარა 106-მა, ხოლო გახსნის ნებართვა 66-მა მიიღო. რაც შეეხება ფიტნესს, რეგისტრირებული 275 ობიექტიდან შემოწმდა - 263, თანხმობა გაცემულია 144-ის მიმართ. სასტუმროების შემთხვევაში კი, მუშაობის განახლების ნებართვა 1322 განთავსების ობიექტზე გაიცა'' - წერია მტავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ ღია და დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები 8 ივლისს დაამტკიცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში