გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 ბრალდებული პატიმრობაში რჩება

27 ივლისი 2020, 15:26 1218 ნახვა

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი მზად იყვნენ 5000 ლარიანი გირაო გადაეხადათ.

პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

11 პირიდან ბრალს 8 არ აღიარებს, ორი დუმილის უფლებას იყენებს. მხოლოდ ერთი ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში