„რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

27 ივლისი 2020, 16:59 2208 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ,,რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, კაფე ფანტაზიას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა ''ქართუმ'' დააფინანსა.

საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი რვაფეხას” წევრები 2014 წელს ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში