საკონსტიტუციო სასამართლო – მესამე სექტორის შეფასებები

06 ოქტომბერი 2016, 00:00 3275 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დაჩქარებულად არჩევას ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი. მათი განმარტებით, ეს გარკვეულ ეჭვებს აჩენს. საკითხზე ,,საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო” განცხადებას ავრცელებს.  ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარსადგენად, მოსამართლეებს 2 კვირიანი ვადა აქვთ, რაც გამოყენებული უნდა იყოს. მათი განმარტებით, თავმჯდომარის არჩევის კანონით განსაზღვრული პროცედურები და ვადები, საქმეების განხილვას არ შეაფერხებს. ,,საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს, ისე წარმართონ პროცესები, რომ სასამართლოს შიგნით არსებული დაძაბული ვითარება განიმუხტოს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში