ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანა ამოიღოს

28 ივლისი 2020, 12:16 1386 ნახვა

კანადა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა - სააგენტო „ბლუმბერგი“ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ეს ქვეყნები ევროკავშირმა ამ ეტაპზე უსაფრთხოდ მიჩნეული 13 ქვეყნის სიიდან ამოიღოს, მიზეზი კორონავირუსის ახალი ეპიდაფეთქებებია. ამ ქვეყნებთან პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრები 1 ივლისიდან გაიხსნა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში ასევე, არიან: საქართველო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში