გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 3% კი მისი არსებობის არ სჯერა - NDI

28 ივლისი 2020, 13:53 1206 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი COVID-19-თან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და მიზანმიმართულად გავრცელდა. 13% ფიქრობს, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა, 22% აღნიშნავს, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა. 3% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არსებობს, 32% კი ამბობს, რომ - '' არ იცის''. 

კვლევაში საუბარია ლუგარის ლაბორატორიაზეც. გამოკითხულტა 6%-მა მისი არსებობის შესახებ არ სმენია. 

უფრო დეტალურად: გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას, 4% ამბობს, რომ ხელს უწყობს, 8% პასუხობს, რომ - ''არცერთი'', 6%-ს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არ სმენია, 17% არ იცის. 

NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში