მშენებლობები და ჯიხურები უსინათლოთა ბილიკზე - „ალტერნატივა”

28 ივლისი 2020, 13:22 1210 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ალტერნატივა’’ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს. ორგანიზაციის წევრები  ქალაქის ქუჩებში  უსინათლოთა ბილიკების  არამიზნობრივ დანიშნულებასა და გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში აქცია გამართეს და სიმბოლურად იმ  ქუჩების ფოტოები გამოფინეს,  სადაც  ჩანს, რომ  უსინათლოთათვის სპეციალური ბილიკი არის, თუმცა  ბილიკზევე დგას ჯიხური, ზოგ ადგილას კი მშენებლობა მიმდინარეობს.

ორგანიზაცია მერიას  პრობლემის მოგავრებისკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მერიაში კომენტარი არ გაკეთებულა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში