დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ავტომობილის მისამართით ისროლა - შსს

29 ივლისი 2020, 16:43 1669 ნახვა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმეზე, შინაგან საქმე სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ედავება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში