ბათუმში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

29 ივლისი 2020, 18:41 1340 ნახვა

ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 16 პაციენტიდან დღეს ორი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. ტრაილერის მძღოლები საავადმყოფოს მას შემდეგ დატოვებენ, როცა ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, თუ სად გაატარებენ ისინი 14 დღიან საკარანტინო ვადას. აჭარაში დღეს კოვიდ 19-ს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ყაზახეთიდან ჩამოსულ 27 წლის კაცს ვირუსი გეგმური ტესტირებისას დაუდგინდა. დღეს კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სულ საქართველოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში