რაჭაში, სტიქიის ზონიდან 100-ზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს 

30 ივლისი 2020, 10:04 1214 ნახვა

რაჭაში სტიქიის ზონიდან 100-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილიდან განაახლეს. მოსახლეობას ამ ფორმით პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს აწვდიან.

ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის  ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.  

 

ფოტო: თორნიკე მეტრეველი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში