დააკავეს მოქალაქე, რომელმაც გარემოვაჭრეს მფარველობისთის ქრთამის სახით 1000 ლარი გამოართვა - სუსი

30 ივლისი 2020, 11:11 1377 ნახვა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარევაჭრობის მფარველობისათვის  მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 29 ივლისს კი აღნიშნული თანხა გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში