ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება ორჯერ გაიზარდა

30 ივლისი 2020, 11:23 2333 ნახვა

გერმანულმა საფეხბურთო სატრანსფერო სააგენტომ ‘’ტრანსფერმარკეტმა’’ ქართველი ფეხბურთელები ღირებულებები განაახლა. ორჯერ გაიზარდა ყანაზნის ‘’რუბინის’’ 19 წლის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება და 4,5 მილიონ ევროს შეადგენს.

1,5 მილიონი ევროთი დაიკლო სოლომონ კვირკველიას ღირებულებამ. 28 წლის მცველს მოსკოვის ‘’ლოკომოტივში’’ წლევანდელ სეზონში სათამაშოდ შეზღუდული დრო ჰქონდა.

10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ჩამონათვალი კი შემდეგია:

1. გიორგი ჩაკვეტაძე, ‘’გენტი’’ - 20 წლის - 6,7მილიონი ევრო;

2. საბა კვირკველია, ‘’ლოკომოტივი’’ - 28 წლის - 5 მილიონი ევრო;

3. ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის ‘’რუბინი’’ - 19 წლის - 4,5 მილიონი ევრო;

4. დავით ხოჭოლავა, დონეცკის ‘’შახტარი’’ - 27 წლის - 3,2 მილიონი ევრო;

5. ზურაბ დავითაშვილი, ყაზანის ‘’რუბინი’’ - 19 წლის - 2,5 მილიონი ევრო;

6. ჯიმი ტაბიძე, ‘’უფა’’ - 24 წლის - 2,5 მილიონი ევრო;

7. ოთარ კიტეიშვილი გრაცის ‘’შტურმი‘’ -24 წლის - 2 მილიონი ევრო;

8. გიორგი ქვილითაია, ‘’გენტი’’ – 26 წლის - 2 მილიონი ევრო;

9. გია გრიგალავა, ტულას ‘’არსენალი’’ - 30 წლის -1,8 მილიონი ევრო;

10. ვალერიან გვილია, ვარშავას ‘’ლეგია’’ – 26 წლის - 1,6 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირადღირებული 10 ქართველი ფეხბურთელიდან 5 რუსეთის ‘’პრემიერლიგაში’’ ასპარეზობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში