საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

30 ივლისი 2020, 14:16 1382 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. პრემიერმა სტიქიით შექმნილი პრობლემები უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია.

პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები. 

''გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რათა სტიქიის გამო მათთვის შექმნილი პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრას'' - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში