ქუთაისის აეროპორტი ფართოვდება

30 ივლისი 2020, 20:30 10635 ნახვა

რამდენიმე თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სამგზავრო ტერმინალი ექნება. აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დღეს ნათია თურნავამ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების სტანდარტებს ითვალისწინებს. განახლებული აეროპორტი 4-ჯერ გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურებას შეძლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში