ინციდენტი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში

30 ივლისი 2020, 21:04 4575 ნახვა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შენობაში, სამუშაო საათებში ადგილი ჰქონდა თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, რომლის დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმესთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით. 

მაუწყებლის განცხადების მიხედვით, დღეს დასრულდა დისციპლინარული მოკვლევა, რომლის შედეგადაც გათავისუფლებული იქნა კონფლიქტში მონაწილე სამივე პირი. 

მაუწყებლის ადმინისტრაციისთვის ძალადობა მიუღებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში