მუსლიმი მრევლი ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

31 ივლისი 2020, 10:41 4737 ნახვა

ბათუმში, მუსლიმმა მრევლმა ყურბან ბაირამი აღნიშნა. დღესასწაული რამადანის თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. ბათუმის მეჩეთში მომლოცველები ტრადიციულად დილით 6 საათზე შეიკრიბნენ.

დღეს მრევლს სიტყვით მუფთმა ადამ შანთამ მიმართა. ტრადიციისამებრ ამ დღესთან დაკავშირებით მსხვერპლად შინაური ცხოველები შეწირეს.

მუსლიმებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა. მუსლიმი მრევლი, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს სალოცავად ღია ცის ქვეშ შეიკრიბა. მათთან ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი გიგი უგულავა მივიდა და დღესასწაული მიულოცა.

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში