აჭარაში კორონავირუსი 4 მოქალაქეს დაუდასტურდა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

31 ივლისი 2020, 11:03 1660 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში covid-19 ოთხ პირს დაუდასტურდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. უწყების ცნობით ინფიცირებული სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. 

ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მამაკაცი ბანგლადესშიდან იყო შემოსული და კარანტინში იმყოფებოდა. 

ცხელების ცენტრში კორონავირუსი დაუდგინა ასევე სატვირთო ავტომანქანის ორ მძღოლს. ისინი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ და საკურნალოდ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში