აქცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

31 ივლისი 2020, 11:07 1353 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გუშინ   გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ არხის თანამშრომლები,  პარალელურად მაუწყებლის ალტერნატიული გაერთიანების წარმომადგენლებმა ტელევიზიასთან აქციების გამართვა დააანონსეს, მათ შორის დღეს 19 საათზე. გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაც.

ამასთან სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ იმ კადრების გასაჯაროვების გამო, რომელიც  მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება. აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია მაუწყებლის შენობასთან გვიან ღამემდე გაგრძელდა.

გუშინ მოკვლევის საფუძველზე ტელევიზიის ადმინისტრაციამ  გადაცემა დილის ტალღის რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შექომედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე  სამსახურიდან გაათავისუფლა.   მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ერთი თვის წინ ტელევიზიის შენობაში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების საფუძველზე გატარდა.  

მაუწყებლის ადმინისტრაციის  განცხადების მიხედვით,  ძალადობა მიუღებელია ,დისციპლინარული მოკვლევის დასრულების შემდეგ კი  გათავისუფლდა კონფლიქტში მონაწილეები. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში