ვითარება სტიქიის ზონაში

31 ივლისი 2020, 18:27 1434 ნახვა

რაჭაში, სოფლების ნაწილი ისევ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რისკზონები გეოლოგებმა დაათვალიერეს​. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გეოლოგებმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, დამამშვიდებელი ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, არსად არ შეინიშნება წყლის დაგუბებები, სწორედ ამიტომ, შემდგომი მეწყრული პროცესები და წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია. მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში