ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე

31 ივლისი 2020, 18:31 1557 ნახვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციამ მოითხოვა ემსჯელათ  ბაღების თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხზე, თუმცა ინიციატივის მიუხედავად საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანეს. საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკითხი არ არის ჯერ მომზადებული სხდომაზე წარსადგენად და შესაბამისად ვერ მოხდებოდა მისი განხილვა.

დღესვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით  ჩატარებული გამოკითხვები განიხილეს. შესწავლილი ოქმების მიხედვით, ქობულეთის სოფლებში 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა: შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და წყლის მილების შეძენა. ჩატარებულ გამოკითხვას საკრებულოს ოპოზიცია არ ენდობა და კონკრეტულ ადამიანებზე მორგებულს უწოდებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის   836 000 ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში