მესტიაში დაკარგულ 13 წლის მოზარდს კვლავ ეძებენ

01 აგვისტო 2020, 12:53 1222 ნახვა

სვანეთში დაკარგულ მოზარდს ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ. 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.   მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ და უწყების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული. საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში