ეროვნული სკრინინგ ცენტრის უფასო გამოკვლევები

01 აგვისტო 2020, 13:43 3692 ნახვა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის   აქცია   ბათუმში.    მომდევნო  სამი დღის განმავლობაში  ექიმების მობილური ჯგუფი     სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მანქანით ბათუმის სამედიცინო ცენტრში   მოსახლეობისთვის  ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის უფასო  კვლევებს  ჩაატარებს. 

დიაგნოსტირება  უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაზღვრული ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით. აქციის მიზანი კი   პროგრამით   სარგებლობისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და  ადრეული დიაგნოსტიკა.  ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა  რეგიონებში    აქტიური კამპანია  დაიწყო  უფასო  აქციით უკვე ისარგებლა ზესტაფონის, ბაღდათისა და სამტრედიის მოსახლეობამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში