88  გადარჩენილი არასრულწლოვანი

01 აგვისტო 2020, 18:11 1326 ნახვა

სეზონის გახსნიდან დღემდე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა  176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის  21-ი მოქალაქე 4 ბალიანი შტორმის დროს.-ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს, გადარჩენილებს შორის  კი ჯამში 88 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს, არ შევიდნენ წყალში შტორმის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში