გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი  სამედიცინო ექსპერტი ჩაერთვება

02 აგვისტო 2020, 18:12 1556 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის  საქმეში ორი ახალი  სამედიცინო ექსპერტი ჩაერთვება - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ განაცხადა. მირიან ნიკოლაძის თქმით,  ექსპერტებმა უნდა დაადგინონ დაკარგა თუ არა გონება გიორგი შაქარაშვილმა  ფიზიკური ზეწოლის  შედეგად.  

ბიძის განცხადებით კომისიური ექსპერტიზის პასუხები სულ მალე იქნება ცნობილი. ამ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ კი  ცნობილი  უნდა გახდეს სავარაუდო ვერსია- თუ რა მოხდა საბედისწერო ღამეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს გაგრძელდება.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში