უფასო  გამოკვლევები  ბათუმში ფონდ  "შენთვის" ეგიდით

02 აგვისტო 2020, 18:22 1615 ნახვა

უფასო  გამოკვლევები   ბათუმში ფონდ  "შენთვის" ეგიდით. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის მედიკოსები  კონსულტაციებს  უშვილო  წყვილებისთვის ატარებენ. გამოკვლევა და  მკურნალობა    გაიდლაინების მიხედვით მიმდინარეობს.

არსებული  მონაცემებით,  საქართველოში  ყოველი მერვე წყვილი უშვილოა, მათ სამედიცინო ხარჯებს არც სახელმწიფო, არც კერძო დაზღვევა არ უნაზღაურებს, უფასო კვლევებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა რეგიონებში და  კონსულტაციები პერიოდულად   ჩატარდება.   ფონდს ამ დროისთვის   600-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში