დაჭრილია ლევან  თოფაძე და ბუსა ჟვანია  

02 აგვისტო 2020, 20:48 2025 ნახვა

ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ვაკის სასამართლოში დაკითხვები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული უკვე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია ექსპრემიერის ზურაბ ჟვანიას  შვილი,  ბუსა ჟვანია, რომელიც ასევე მსუბუქადაა დაჭრილი.  ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, დანაშაული კი 3-დან  6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

ადვოკატის თქმით, ლევანს  სხეულზე  4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლევან თოფაძის ბაბუა კი მომხდარი ფაქტის   დეტალებზე საუბრობს, ამბობს, რომ  მისი შვილიშვილი სახლში მეგობრებთან ერთად გვიან ღამით დაბრუნდა, რა დროსაც ერთ-ერთ სტუმარ ქალს მამაკაცმა დაურეკა. ამის შემდეგ ეს პირი მათთან სახლში მივიდა და მისი შვილიშვილი დაჭრა. 

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში