ე.წ ოსეთი ხვალ საზღვარს ჩაკეტავს

07 ოქტომბერი 2016, 00:00 1971 ნახვა

8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვას გეგმავს. „უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან დროებით შეწყვეტს საზღვრის გაიოლებულ მონაკვეთზე ხალხის გატარებას. გამშვები პუნქტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმს 9 ოქტომბრის 07:00 საათიდან დაუბრუნდება“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში. მათივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში არჩევნების დღეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისთვის რადიკალურად განწყობილი პირების მიერ პროვოკაციათა სერიები იგეგმება.

ამავე კატეგორიაში