მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას 230 თანამშრომელი ითხოვს

03 აგვისტო 2020, 11:36 3880 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნების მოთხოვნით ტელევიზიაში ხელმოწერები შეგროვდა.

ბაჩო გურაბანიძის, გუგა ქადიძისა და გიორგი მურვანიძის სამსახურში აღდგენას 230 დასაქმებული ითხოვს.

ხელმოწერილი დოკუმენტი კანცელარიაში დღეს, 3 აგვისტოს ჩააბარეს. დააკმაყოფილებს თუ არა მენეჯმენტი თანამშრომლთა მოთხოვნას, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაცია დოკუმენტს გაეცნობა.

31ივლისს ტელევიზიის მენეჯმენტმა მემონტაჟე, შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და დილის ტალღის რედაქტორი სამსახურიდან შიდა მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლა. მოკვლევა მაუწყებელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში