თბილისში გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა

03 აგვისტო 2020, 16:23 2077 ნახვა

საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე, გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა. ინიციატივა საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ეკუთვნის. ადგილზე გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან

სტადიონზე გიორგი შაქარაშვილის ფოტოიანი მაისურებით დღეს სიმბოლურად ითამაშებენ ახალგაზრდული სკოლის წევრები.

დაგეგმილია გიორგი შაქარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამართვაც. 

საბურთალოს აკადემიის ფეხბურთელი მცხეთაში მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა, მოგვიანებით კი მისი კვალი გაქრა.  22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს. საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

 

 

 

 

ფოტო: სალომე საგინაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში