მთავრობის აპარატის თანამშრომელი ხუთ საჯარო მოხელეს პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს

04 აგვისტო 2020, 18:15 2178 ნახვა

პოლიტიკური ნიშნით დევნაში, სამსახურებრივად დაბალი შეფასებების დაწერასა და სახელფასო დანამატების გაუქმებაში ადანაშაულებს აჭარის მთავრობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნებს. ავთანდილ ბოლქვაძე ირწმუნება, რომ 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიუხედავად, ის სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის მისამართით არასასურველი სტატუსების გამო იდევნება. მან დღეს აჭარის მთავრობასთან ფოტოები მიიტანა და მისი უშუალო ხელმძღვანელი როლანდ შარაშიძე, მერის მოვალეობის შემსრულებელის არჩილ ჩიქოვანის დავალებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. ბრიფინგზე წარადგინა მთავრობის თავმჯდომარესთან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც, სადაც ის თორნიკე რიჟვაძეს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ვისზეც ავთანდილ ბოლქვაძე საუბრობს კომენტარს არ აკეთებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში