პროკურატურის ბრალდება მედიკოსებს

04 აგვისტო 2020, 20:16 1543 ნახვა

მოტყუებით ჩატარებული ოპერაცია, რომლის შემდეგაც პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაუსწრებლად პასუხისგებაში მიეცა. პროკურატურის განცხადებით, ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში