ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

05 აგვისტო 2020, 18:13 2078 ნახვა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. 24 საათის განმავლობაში ეძებენ დაშავებულებს და გადაჰყავთ კლინიკებში, სადაც პაციენტებს ვეღარ აუდიან. პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები. ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში