სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს 100 000-იანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეუფარდა

05 აგვისტო 2020, 21:18 1832 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა ექიმ-ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში იმყოფება.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე, პროკურატურა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში