სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს

06 აგვისტო 2020, 12:00 1610 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სწავლის საფასურს მთავრობა დაუფინანსებს.

გიორგი გახარიას თქმით, ასევე დაეხმარებიან ამავე კატეგორიის სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული. პრემიერის განცხადებით, ასეთი შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

''ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ამასთან, ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

რა თქმა უნდა განათლება უნდა გაგრძელდეს. სტუდენტებს უნდა დავეხმაროთ. მათ შორის მათ, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული. ეს ხომ 99%-ში არის კრიზისის პირდაპირი ზემოქმედების შედეგი. მიზანი არის ის რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოწვეული პრობლემების გამო, სტუდენტებმა სწავლის პროცესი არ შეაჩერონ. ეს ხომ ლოგიკური და  გონივრულია'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში