ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ‘’ტორპედოსა’’ და ‘’თელავის’’ ფეხბურთელები სპეციალური მაისურებით ითამაშებენ 

06 აგვისტო 2020, 13:14 4311 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ქუთაისის ‘’ტორპედო’’ და ‘’თელავი’’ მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვა და დაგმობენ რუსულ ოკუპაციას.

‘’მატჩის დღეს, ტორპედოს ინიციატივით, ორივე გუნდი მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოვა. ტორპედო და თელავი კიდევ ერთხელ იტყვიან ხმამაღლა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაისურის მეორე მხარეს იმ გმირი ჯარისკაცების სახელები და გვარები იქნება, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ. ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ!’’ - წერია ქუთაისური კლუბის განხხადებაში.

8 აგვისტოსთან დაკავშირებით ქართული კლუბები ყოველწლიურად ახსენებენ მსოფლიოს ,რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ეროვნული ლიგის მე-9 ტური დღეს ქუთაისში გაიხსენბა. ‘’ტორპედოსა’’ და ‘’თელავის’’ შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში