ბათუმში კინოჩვენებების სერია „ბიაფიადა“ დაიწყო

08 აგვისტო 2020, 12:52 1860 ნახვა

დღეს ბათუმში ბიაფიადა იწყება. ეს არის კინოჩვენებების სერია, რომელიც ტრადიციული ფესტივალის ბიაფის ფარგლებში მეორე წელია ტარდება. წელს ჩვენებები ბულვარში, ღია ცის ქვეშ  გაიმართება და ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას სპეციალურ პროგრამას შესთავაზებს კინომოყვარულებს.

პროექტის მიზანი კინემატორგრაფიის პოპულარიზაციაა. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი კი 13 სექტემბერს გაიხსნება. პოსტეპიდემიურ პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, შეიცვლება ფესტივალის ფორმატი და სპეციფიკა. ჟიურის უცხოელი წევრები ონლაინ იმუშავებენ. ბიაფის პროგრამაში კი კვლავაც 30-მდე ქვეყნის კინოპროდუქცია შევა. წელს ბიაფს ახალი სექცია დაემატება სახელწოდებით „კოვიდეო“, რომლის ფარგლებშიც პანდემიის დროს გადაღებული ფილმების ჩვენები მოეწყობა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში