საქართველოს ეროვნულ ლიგაში ტრანსფერმარკეტმა ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა

08 აგვისტო 2020, 13:02 1276 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ტრანსფერმარკეტმა ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა. ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კვლავ 21 წლის ნიკა ნინუა არის. თბილისის ‘’დინამოს’’ წევრი 900 000 ევროდ არის შეფასებული. მეორე პოზიციას ისევ თბილისის ‘’დინამოს’’ ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე იკავებს.20 წლის მცველის ღირებულება 800 000 ევროს შეადგენს. მესამე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ეროვნულ გათამაშებაში ნიკა მალია.

‘’საბურთალოს’’ 21 წლის მცველის ღირებულება 725 000 ევროა. ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის 3 ბათუმის ‘’დინამოს’’ წევრია. ესენი არიან ფლამარიონ ჯოვინო , გოდფი ობოაბონა და ვაგნერ გოსალვეში. 24 წლის ფლამარიონი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია. ბრაზილიელის ამჟამინდელი ღირებულება 600 000 ევროს შეადგენს. ეროვნულ ლიგაში სულ 40 ლეგიონერი თამაშობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში